„ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ „ახალი ინტიფადას“ გამოცხადებას გეგმავს

13:26, 07.12.2017

პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ „ახალი ინტიფადას“ გამოცხადებას გეგმავს.

„ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ყველას და ვიმუშაოთ ახალი ამბოხების დასაწყებად, რაც ზიონისტი მტრების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აღნიშნა ჰამასის ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ ღაზას სექტორში სიტყვით გამოსვლისას.

პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შემდეგ გააკეთა. დონალდ ტრამპის განცხადება პალესტინელებმა ქუჩებში საპროტესტო მსვლელობით გააპროტესტეს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ რეგიონი „ცეცხლის რკალში“ გადააგდო.

მსგავსი