ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

პრემიერის შეცვლიდან ერთ თვეში სომხეთში ხმაურიანი ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო.

სახელმწიფო ქონების მითვისებისა და გადასახადების დამალვის გამო დაპატიმრებულებს შორის არიან ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული სამხედრო მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ბიზნესმენები. გამოძიება ექს-პრეზიდენტის ძმებითაც ინტერესდება. აიყვანეს სერჟ სარგსიანის დაცვის უფროსიც.

ლევან ახალაია არკვევდა, არსებობს თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ვენდეტის საფრთხე და ემუქრება თუ არა გისოსებს მიღმა აღმოჩენა სომხეთის ყოფილ პირველ პირს.