ოზურგეთში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებს აკეთებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით მოქალაქის სიკვდილის ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დარიგებული შესაწამლი საშუალებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. აზიური ფარასონას საწინააღმდეგო ღონისძიებები კი გეგმის მიხედვით გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში შუახნის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. ახლობლების განცხადებით, იგი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.