22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.
ლელა ქსოვრელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც პირველ არხს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ დაუდასტურა, უკვე არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს, გარდაიცვალა. გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.