გათავისუფლებულების ექსპერტიზა

თრუსოს ხეობიდან გატაცებულ 5 პირს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ისინი სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში დაახლობით ერთი საათი იმყოფებოდნენ. სპეციალისტების შემოწმების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ე.წ. საზღვარი შემთხვევით გადალახეს.