არჩევნების მოახლოების ფონზე ოპოზიციის დღის წესრიგში საარჩევნო დარღვევების თემა აქტიურდება.
ოპონენტების ნაწილი ხელისუფლებას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსთავის დასუფთავების სამსახურში მომხდარი ფაქტი პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა ხდება. ოპოზიციონერი ლიდერები პერსონალურ მონაცემთა სამსახურისგან რეაგირებას ითხოვენ. რატომ მოსთხოვეს სამსახურში დასაქმებულებს პირადობის მოწმობების მიტანა – მმართველი გუნდი ოპოზიციას ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებაში სდებს ბრალს და ბრალდების დასადასტურებლად მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნებიდან“ დღეს ოპონენტებს რამდენჯერმე გაახსენეს 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, როცა ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება ოპოზიციის და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო, თუმცა ფაქტი ვერ დადასტურდა.
მმართველი პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.