ბოტანიკური ბაღი რიგით მეორე „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს.
პროექტის ფარგლებში კოლექციის სახით წარმოდგენილია ადგილობრივი მარცვლეული კულტურის ათეულობით ნიმუში.
ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ბოტანიკური ბაღის ქართულ მარცვლოვან კულტურებს და დააგემოვნონ პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.
დამთვალიერებელი სხვადასხვა თეატრალიზებულ წარმოდგენებს და მუსიკალურ ნომრებსაც ნახავს.
ფესტივალი დღეს დასრულდება.