ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე ტყის მოვლა-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მიზანი, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ტყიდან ხმელი და მავნებლით დაზიანებული ხეები გამოაქვთ. ასევე, 300 ჰექტრამდე ფართობზე ნერგების დარგვა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებია დაგეგმილი.
სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.
სამუშაოებს ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი გაეცნო.