ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოები

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში, ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეების გამოტანა ხდება.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი, ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი.

ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.