გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილმა მხარის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს სოფელ დაბაში გასულ წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. ხანძრის პერიმეტრი 943 ჰექტარია. აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე აღდგენას ექვემდებარება 250 ჰექტარი ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰექტარის ფართობზე, დაირგვება 400 ათასამდე ნერგი.