ვაქცინაციისა და რეგულაციების საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.
ღონისძიებაში ბიზნეს-ასოციაციისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავარი თემა ბიზეს-სექტორის მხრიდან გარკვეული ტიპის შეზღუდვების შემსუბუქებაზე მოთხოვნილი მსჯელობა იყო. საუბარია როგორც კომენდანტის საათის გაუქმებაზე ან გადაწევაზე, ასევე სრულად ვაქცინირებული სარესტორნო ბიზნესისთვის შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვის მიცემაზე. როგორც ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ბიზნეს-სექტორის მხრიდან დაყენებული გარკვეული მოთხოვნების შესრულება რეალისტურია და მიმდინარეობს მსჯელობა.