პარლამენტის ბიუროს სხდომა

მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, – ამ საკითხზე დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტი ისეთ ღონისძიებებს მოიცავს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. ცვლილებების პაკეტი უმრავლესობამ  მოამზადა. ინიციატივა არ მოსწონს და შენიშვნები აქვს ოპოზიციას.