ბინების გადაცემა დევნილებისთვის

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა გრძელდება. რუსთავში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დევნილთა სააგენტოს დირექტორი გაეცნო. ადგილზე 800 დევნილი ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი, გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს 2025 წელს გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარია, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს.