თბილისის მერიის ინფორმაციით, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უსახლკაროს სტატუსის მქონე რვა ოჯახი დაკმაყოფილდა. ერთ-ერთ ოჯახს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაზისუბნის დასახლებაში ესტუმრა და საცხოვრებელი ფართის მიღება მიულოცა.
ამ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი 400-მდე ოჯახს აქვს მინიჭებული. თბილისის მერიის ცნობით, მათგან დაახლოებით 60 ოჯახი წელსვე დაკმაყოფილდება. საცხოვრებელი ფართები მათ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.