თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადასცეს. ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, ამ ამ ეტაპზე 2500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.