ბიძინა კულუმბეგოვის წიგნის პრეზენტაცია

„ცხოვრება ალერგიასთან ერთად“ – ცნობილმა ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა წიგნი გამოსცა. მასში თავმოყრილია ალერგიულ დაავადებებთან დაკავშირებული ყველა სიახლე და ავტორის მრავალწლიანი გამოცდილება. წიგნში შესულია ექიმის პრაქტიკული რჩევები სხვადასხვა სახის ალერგიასთან გასამკლავებლად. ავტორის თქმით, წიგნი ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ალერგიასთან ერთად უწევს ცხოვრება. წიგნის პრეზენტაცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მასში სამედიცინო სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციას სასტუმრო „სტამბამ” უმასპინძლა.