მმართველი გუნდის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტს აფასებენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ახალი უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მმართველ გუნდში, პროექტის დაგეგმარების პროცესში, სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის ჩართულობასაც უსვამენ ხაზს.