ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს აქვეყნებს. სადაც საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.

უნივერსიტეტის პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, განათლება ახალი ფორმატის სწავლების პირობებში მიიღონ. ასევე, ინტერვიუს მიხედვით, დაგეგმილია სამეცნიერო ცენტრის შექმნაც, რომელიც ქუთაისთან ერთად, თბილისშიც დაფუძნდება. ინტერვიუ „ფეისბუქში“ ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ გვერდზე გამოქვეყნდა.