„წიგნების თარო“ ქუთაისს ესტუმრა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარომ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი პროექტი – „წიგნების თარო მედია“ გააცნო. ახალგაზრდებს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ. მათ სტუდენტებს საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ვასილ მაღლაფერიძე სტუდენტებს იმ შანსზე ესაუბრა, რომლითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პირველ არხზე.

წიგნების თარო