თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, ბეთ ჰარტი საქართველოშია. მუსიკოსი, ძველი იპოდრომის პარკში, მსმენელის წინაშე დღეს წარდგება.
მომღერალმა, რომლის შემოქმედებაც მუსიკის არა ერთ მიმდინარეობას აერთიანებს, კარიერა ლოს-ანჯელესის კლუბებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და აღიარება კი მოულოდნელად ეწვია, როდესაც მისი სიმღერა სერიალ „ბევერლი ჰილზში“ გაჟღერდა.
თბილისურ კონცერტზე ბეთ ჰარტი ძირითად 2016 წლის ალბომში შესულ კომპოზიციებს შეასრულებს.