ბეთ ჰარტი, ძველი იპოდრომის პარკში, მსმენელის წინაშე დღეს წარდგება

18:20, 18.11.2017

თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, ბეთ ჰარტი საქართველოშია. მუსიკოსი, ძველი იპოდრომის პარკში, მსმენელის წინაშე დღეს წარდგება.

მომღერალმა, რომლის შემოქმედებაც მუსიკის არა ერთ მიმდინარეობას აერთიანებს, კარიერა ლოს-ანჯელესის კლუბებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და აღიარება კი მოულოდნელად ეწვია, როდესაც მისი სიმღერა სერიალ „ბევერლი ჰილზში“ გაჟღერდა.

თბილისურ კონცერტზე ბეთ ჰარტი ძირითად 2016 წლის ალბომში შესულ კომპოზიციებს შეასრულებს.

 

 

 

 

მსგავსი