თბილისმა ბეთ ჰარტს უმასპინძლა

საქართველომ კიდევ ერთ ლეგენდას, ბეთ ჰარტს უმასპინძლა.

ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ძველი იპოდრომის პარკში კონცერტი გამართა. მუსიკალურ საღამოზე 2016 წელს გამოშვებულ ალბომში შესული კომპოზიციები შესრულდა.

მომღერალმა, რომლის შემოქმედებაშიც შერწყმულია როკი, გოსპელი, ჯაზი და კლასიკა, კარიერა ლოს-ანჯელესის კლუბებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და აღიარება კი მოულოდნელად ეწვია, როდესაც მისი სიმღერა საკულტო სერიალ „ბევერლი ჰილზში“ გაჟღერდა.