ბეთ ჰარტი საქართველოშია - მუსიკოსი ძველი იპოდრომის პარკში კონცერტს გამართავს
ბეთ ჰარტი საქართველოშია - მუსიკოსი ძველი იპოდრომის პარკში კონცერტს გამართავს

თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, ბეთ ჰარტი საქართველოშია. მუსიკოსი, ძველი იპოდრომის პარკში, მსმენელის წინაშე დღეს წარდგება.

კონცერტზე შესრულდება 2016 წელს გამოშვებულ ალბომში Fire on the floor შესული კომპოზიციები.

მომღერალმა, რომლის შემოქმედებაშიც შერწყმულია როკი, გოსპელი, ჯაზი და კლასიკა, კარიერა ლოს-ანჯელესის კლუბებში დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა და აღიარება კი მოულოდნელად ეწვია, როდესაც მისი სიმღერა La song, საკულტო სერიალ „ბევერლი ჰილზში“ გაჟღერდა.

ბეთ ჰარტის კარიერის კიდევ ერთი კულმინაცია ჯგუფ Deep purple-ის ფირფიტა Bananas-ზე მუშაობა გახდა. იან გილანმა სწორედ ბეთ ჰარტს მისცა უფლება, ჩანაწერში მისი ხმაც ყოფილიყო.

 

ავტორი: თათია ბუხრაშვილი