ბერლინი უკრაინის აღდგენის კონფერენციას მასპინძლობს

უკრაინის აღდგენის კონფერენციას მასპინძლობს გერმანიის დედაქალაქი. ბერლინში შეკრებილი არიან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ღონისძიება უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ისახავს მიზნად. გერმანიის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურების სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი და უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით პირდაპირ ეთერში.