„ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ“ – საქმეზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება ცნობილია. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ბრიფინგი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერმა გამართა. მისი განცხადებით, ორთვიანი დავის შემდეგ დადგინდა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაარღვია ჟურნალისტიკის ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპი. მისი თქმით, სიუჟეტში არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია იყო თავმოყრილი პოლიტიკოსის ქონების შესახებ.