შრომით უფლებებთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება. ცვლილებებს დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, „სოლიდარობის ქსელი“, „ერთობა 2013“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოამზადებენ.
ინიციტორები ითხოვენ: შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე;
სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა მაქსიმუმ სამ თვეში დასრულდეს;
ასევე შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა; მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება; მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის რაოდენობით და დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.