ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება
ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს. საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგურ თამაშს ორგანიზებას ფეხბურთის ფედერაცია უწევს. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საპასუხოდ იმართება.