საქართველოს ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი დღეს ბავშვთა უფლებების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბა. მთავარი თემა სწორედ რელიგიის როლია ბავშვებში. შეხვედრა იუნისეფისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, რელიგიური ლიდერებისთვის უკვე დაიწყო ტრენინგები, სადაც მათ ბავშვთა საკითხებზე მიაწოდებენ ინფორმაციას.