სასამართლომ ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საუბარია ავსტრალიის და საქართველოს მოქალქეებზე. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხუთი არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებაში. ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. ამის გარდა გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. საუბარია 10 მშობელზე და მასწავლებელზე.