მნიშვნელოვანი სიახლე ჯანდაცვის სფეროში.
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის მალე ცალკე კლინიკა მოეწყობა. სამედიცინო დაწესებულების გახსნამდე ქართული მხარე სამკურნალო ტაქტიკასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილების მქონე საავადმყოფოს წარმომადგენლებისგან იღებს. საუბარია ისრაელში მოქმედ იხილოვის სამედიცინო ცენტრზე, რომლის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის არ არსებობას, მშობლები უკვე წლებია აპროტესტებენ. ამ მიზეზით პაციენტების ნაწილი სამკურნალოდ უცხოეთში მიდის, ან მრავალპროფილურ კლინიკებში გამოყოფილ სპეციალურ განყოფილებებს აკითხავს. ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს გახსნის თარიღი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს შენობის შერჩევა.