რუსთავში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა. კლდიაშვილის სახელობის სკვერი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. გაიმართა ანიმაციური გმირებისა და დრამერების მსვლელობა. 1-ლი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში „რანინელებისა“ და კვარტეტ „ოთხის“ კონცერტით დასრულდა.