ბავშვთა დაცვის დღე

დღეს პირველი ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. თარიღს ტრადიციულად საქართველოც უერთდება. ქვეყნის მასშტაბით არაერთი გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. დედაქალაქში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გაიხსნება, რომელიც სხვადასხვა აქტივობას მოიცავს. დღევანდელი დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრი 200-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სწავლობენ.