ბავშვების ვაქცინაცია ისრაელში

ისრაელში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსის გავრცელების ზრდა მაქსიმალურ ნიშნულზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით 5-დან 11 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის. ამ დროისათვის ისრაელის სრული მოსახლეობის დაახლოებით 57 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.