ბავშვების გაუპატიურებისთვის ორი მამაკაცი დააკავეს

შემზარავი ამბავი მოხდა სამეგრელოში.

მარტვილის რაიონში მცხოვრებ 60 და 36 წლის მამაკაცებს რვა წლის ბავშვის გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, მამა-შვილის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა სისტემატურად ხდებოდა. ბრალდებულთა დაკავების შემდეგ მეზობლებმა მამა-შვილის საცხოვრებელი სახლი დაწვეს. როგორც ირკვევა, დაზარალებულს მოძალადეები ემუქრებოდნენ კიდეც, რის გამოც გოგონა თითქმის ორი წლის განმავლობაში დუმდა.