ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ დააზიანა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა.
სამუშაოები არქეოლოგების დასკვნამდე არ განახლდება. სპეციალისტები თამარის დასახლებაში უკვე მუშაობენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი ექსკავატორით.