ბათუმში, საზოგადოების ნაწილი საუკუნოვანი ნაგებობების შესაძლო დემონტაჟს აპროტესტებს.
საუბარია სახლებზე, რომლებიც არ არის დაცული ისტორიული ძეგლის სტატუსით, თუმცა, საზოგადოება ბათომის წევრების შეფასებით, ქალაქის უნიკალურ იერსახეს, ძეგლებთან ერთად სწორედ ეს შენობები ქმნიან.