ბათუმში საუკუნოვანი ნაგებობების შესაძლო დემონტაჟს აპროტესტებენ

ბათუმში, საზოგადოების ნაწილი საუკუნოვანი ნაგებობების შესაძლო დემონტაჟს აპროტესტებს.

საუბარია სახლებზე, რომლებიც არ არის დაცული ისტორიული ძეგლის სტატუსით, თუმცა, საზოგადოება ბათომის წევრების შეფასებით, ქალაქის უნიკალურ იერსახეს, ძეგლებთან ერთად სწორედ ეს შენობები ქმნიან.