ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა, სოლიდარობა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, – ამ სახელწოდებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე სიმბოლურად ერთი კარავიც გაშალეს.