ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა. საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, ოპოზიცია ვარდების სკვერში შეიკრიბა, სადაც პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.
აქციის მონაწილეებს მიმართეს შალვა ნათელაშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ზაალ უდუმაშვილმა, ასევე ოპოზიციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციები ახალი წლის შემდეგაც გაგრძელდება.