ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებოდ შექმნილი მართვის ცენტრი მუშაობდა
წუხელვე ადგილზე შეიქმნა მართვის ცენტრი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის მიზეზი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.