ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა. რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ახალი ონლაინპლატფორმა “თრეიდ ვიზ ჯორჯია.ქომ” გააცნეს. პორტალზე ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებელი დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი პროდუქცია და სერვისები გააცნონ უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს.
საიტის მიზანია, ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული გამარტივდეს წვდომა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.