საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ბელგრადში შეხვედრები დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბელგრადში შეხვედრები დაასრულა. ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი იყო. მას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებიდან.

ფორუმის მონაწილეები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, ასევე ღვინის წარმოების ტრადიციებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტო „აწარმოე საქართველოსა“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის. ბელგრადში შეხვედრებს ქართული დელეგაცია სამი დღის განმავლობაში მართავდა.