ცნობილია ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი პროგრამა. 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ზღვისპირა ქალაქში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 70-მდე საავტორო ფილმი იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც სხვადასხვა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში აჩვენებენ.
დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები და ინდუსტრიული შეხვედრებიც.
პროგრამის ძირითადი ნაწილი კინოთეატრ „აპოლოში“ იქნება ნაჩვენები.