ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

ცნობილია ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი პროგრამა.  15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ზღვისპირა ქალაქში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან  70-მდე საავტორო ფილმი იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც სხვადასხვა საკონკურსო და არასაკონკურსო სექციაში აჩვენებენ.

დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოფები და ინდუსტრიული შეხვედრებიც.

პროგრამის ძირითადი ნაწილი კინოთეატრ „აპოლოში“ იქნება ნაჩვენები.