ბათუმის ნავსადგურში ამერიკული და იტალიური გემები შემოვიდა. პირველად პორტში იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი „პალინურო“ ჩამოდგა. გემის ეკიპაჟის წევრებს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ეს არის იტალიის ხომალდის პირველი ვიზიტი საქართველოში. გემზე მყოფი 33 კურსანტი სწავლობს საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და პროფესიულ ჩვევებს.
გემის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. რაც შეეხება ამერიკულ გემის ვიზიტს, იგი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიც არის საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის.