ბათუმის ესტაკადა გახსნილია. დღეიდან ქალაქში შესვლა და გამოსვლა რკინიგზის გადაკვეთისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ესტაკადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან და აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ესტაკადა იქნება შეღავათი პირველ რიგში ბათუმელებისთვის და ასევე ქალაქის სტუმრებისთვის. გარდა ამისა, ესტაკადა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთბრუნვის პროცესს ბათუმის პორტში.
ესტაკადა უშუალო სახიდე გადასასვლელთან ერთად მოიცავს პორტში ხუთი დამხმარე გზის მოწყობას, რომლის მშენებლობაც პარალელურად გაგრძელება და სექტემბერში დასრულდება.
პროექტისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.