ბათუმი ევროპის რეგიონთა ასამბლეის შავი ზღვის სამიტს მასპინძლობს. „შავი ზღვის მე-8 სამიტი 2024“- პანელურ დისკუსიებს და პრეზენტაციებს მოიცავს. საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერები მსჯელობენ ევროკავშირის გაფართოებასა და შავი ზღვის რეგიონზე, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.