ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. ორდღიანი სამიტის ფარგლებში ლიდერები ევროპის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრებენ. მთავარი თემა კი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. საუბარი შეეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, მიგრაციას და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ პრობლემებს. „ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამ დრომდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 138 მილიარდი ევროს მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას“- ნათქვამია პრესრელიზში. როგორც ცნობილია, სამიტზე ასევე განხილული იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, უფრო კონკრეტულად კი, საუბარი შეეხება უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.