ბათუმში 26 მაისისთვის მზადებაა. ხვალ „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ტრადიციულად გამოიფინება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, დაგეგმილია კონცერტები, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენები. ასევე ბავშვებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები. ტრადიციულად აჟღერდება საქართველოს ჰიმნიც. ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.