2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენამდე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. სწორედ საიმიგრაციო კრიზისი და მექსიკა-ამერიკის საზღვარზე შექმნილი ვითარებაა „რესპუბლიკელების“ მხრიდან პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს პანდემიის დროინდელი შეზღუდვების გამოყენებას, ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გასაძევებლად და თავშესაფრის მაძიებლებს ქვეყანაში ლეგალურად შესვლისთვის ახალ პირობებს სთავაზობს.